Pages

ლურჯი ბარათი


salut.

მაპატიე აქამდე ვერ მოვახერხე წერილის მოწერა.
ქაოსური დღეები იყო.
საშინლად ცივა აქეთ.
გუშინ გამოაცხადეს ტელევიზორში შემდეგი ორი დღე ამინდის მკვეთრად გაუარესება არის მოსალოდნელიო.
რაღა გაუარესებa.
კი ცივა მაგრამ ისე მზიანი დღეა.
ჰოდა მართლა არ ვიცი რატომ მიყვარს ზამთარი, როცა სულ მცივა და ამ სიცივეს ვერ ვიტან.
შენთან ახლა ძალიან ცივა ჰო?
და დღეც იმაზე მოკლეა ვიდრე ჩვენთან.
ნერვები მეშლება ამინდზე ლაპარაკით რომ ვიწყებ ხოლმე წერას, თითქოს შენთან ამოწურული მქონდეს სალაპარაკო.
თიკოს მეგობრის სურათები ვნახე Facebook_ზე, ერთ ძალიან ლამაზ ქოხთან აქვს გადაღებული.
ისე მომინდა მანდ ყოფნა.თიკომ მითხრა შენ იქ უნდა გაგიშვას კაცმაო, მერე ნახე სიცივეო.
არ მითქვამს რომ ძალიან მინდოდა.
არაუშავს როდესმე მაქამდეც ჩამოვაღწევ.
http://www.youtube.com/watch?v=VBLDP0Etp3Y&feature=related
ეხლა ამ მუსიკას ვუსმენ.

და გამახსენდა ერთმა ჩემმა პატარა მეგობარმა მითხრა "ჩვენ ვართ დრო"-ო.
მე რომ აღარ ვიქნები მეთქი?
შენი დრო გათავდებაო.
დავფიქრდი ცოტა არ იყოს.
მერე საათები გამახსენდა რომელიც ერთად მიყრია ჩემს კალათში, ყველა გაბზარული და გამახსენდა რომ საათი ჩემს მაჯაზე არ ძლებს. პირველივე დღესვე იბზარება.
არა მგონია დრო ვიყო, მაგრამ ჩემი სხეული დროს რომ აპროტესტებს ფაქტია.
და ცოტა შემეშინდა.
ხომ იცი როგორ მეშინია ასეთი პარანორმალური მოვლენების.
ჩემი ამბავი ხომ იცი? ყველაფერი უნდა გადავხარშო ჰოდა.
დრო არა ვარ.
ვერც დროს ვმართავ და ხშირად დამცინის ხოლმე.
აქეთ გვმართავს. მარიონეტებივით ვართ მის ხელში, უნდა ხელს აგვიწევს უნდა ფეხს.
საათი არ მიყვარს, მაგრამ სამაგიეროდ კომპასი მიყვარს.
არასდროს მქონია ისე და სულ მინდა მქონდეს.
მოკლედ არაპირდაპირ გეუბნები ჩამომიტანე-მეთქი.

"ყოველი წუთი კონსერვატიულია.
ადამიანი კი მომავლისკენ არის მიხმობილი."

ეს დღეს წავიკითხე ხარანაულის ლექსში.
კარგად წერს ხარანაული და ხშირად ვეთანხმები.

ამ ლექსშივე ამბობს კიდევ
"ყველა მთავარი სიტყვა უხერხული წარმოსათქმელია."
არა რა, ძალიან ჭკვიანი კაცია.
და მე მგონია რომ ახალსაც ბევრს ამბობს ქართულ პოეზიაში.
იისე მაინტერესებს შენ რას შვრები მანდ.
როგორ ერთობი, რას კიოთხულობ, რას უსმენ.
იიისე ისე.
ხო ამ წერილს ლურჯ ფურცელზე გწერ, თვითონაც არ ვიცი რატომ.
შენი თამთა



p.s ეს ის სახლებია მანდ სადღაც შენთან რომ არის.

3 comments:

nastasia said...

ra suleli bavshvi myavxar,kinagam kompasis sayidlad gavvardi :D

Toma said...

არ შემიძლია რომ არ ავღნოშნო ჩემი სიყვარული შენი ბლოგის დიზაინის მიმართ!
მეც მეყენა ეს დიზაინი ერთი პატარა პერიოდი და ძალიან გამიჭირდა მისი გამოცვ;ა

თბილი said...

თბილი სახლებია მანდ რომ
კანკალებენ...
შემო თბილელეთზე...