Pages

მოლილისფრო ბარათი

სალუტ

ჩემო ყველაზე შორო
აქ წარმოიდგინე რომ სულ ოდნავ მეღიმება, ისე რომ არც მეტყობა
მიზეზს თავადაც მიხვდები
სულ ვფიქრობ ახლოს რომ იქნები ჩემთან, მერეც ასე ძალიან მეყვარები
მერეც ამდენს ვიფიქრებ შენზე?
იქნებ იმიტომ ხარ ასეთი კარგი და ასეთი ჩემი, რომ შორს ხარ
იქნებ ახლაც მხოლოდ გიგონებ და სინამდვილეში არ არსებობ
აქაც ისევ ისე ვიღიმი.
მგონია რომ საკუთარ გონებაში ვმოგზაურობ მატარებლით
ეს ჰგავს მთებში მოგზაურობას.
როგორც გინდა გაიგე ახლა ეს მთები.
ნატამ მითხრა ერთხელ შენც ალპინიზმს იიწყებო.
არადა ყველა მწვერვალის დაპყრობა შეიძლება.
არადა აზარტია
არადა მერე რა ვქნა, როცა ყველაზე მაღალს დავიპყრობ?
ასეა ხანდახან ოცნებების ასრულებისაც მეშინია.
ასეა შედეგის ლოდინი უფრო მიყვარს ვიდრე შედეგი.
ამ ბოლო დროს ხშირად ვერ ვწერ.
აზრები გზას ვერ პოულობენ, წინ ვერ მიდიან და ჩახვეული ლენტივით, უკან იხვევენ.
კიდევ იცი რას დავაკვირდი, როცა ვწერ ვწერ უსასვენნიშნებოდ.
არ ვიცი თითქოს შესვენება არ მინდა, მინდა ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლო ყველაფერი, ვჩქარობ, ვჩქარობ
არადა რა მეჩქარება თავზესაყრელად მაქვს ეს დრო.
ამასწინათ დავფიქრდი რა ნივთი შეიძლება ვიყო ადამიანებისთვის_მეთქი?
ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის
მერე მეთვითონ შევადარე ჩემი თავი მათ ახლობელ ნივთებს,
მერე ვკითხე.
არცერთი არ დაემთხვა.
მაგრამ მაინც საინტერესო იყო.
ნატამ_ბორკილიო ჩემს მაჯაზეო,
მაიკომ_ჭიქაო, რომლითაც ყოველ საღამოს ჩაის ვსვამო,
სემუელმა_შუშის სათამაშო რომელშიც ქალაქი ვილნიუსიაო და თოვსო,
ნასტ-მა_შალის კაშნეო და ბლოკნოტიო ყველას ასე მშვიდად რომ უსმენ, უგებ და ისტერიკას არ ტეხ თავი დამანებეთო,
ლალიმ_წიგნიო, ასეთი წარმომიდგენიხარო,
გიომ_ბეტონზე ამოსული ყვავილიო,
დათომ_ჩემი თილისმაო, კუბიდან ჩამოტანილი ზვიგენის კბილიო
ნეტავ შენთვის რა ვარ?
ნეტავ რომელი ნივთი?
შენ შეგიძლია ამიღწერო როგორ ხარ როცა მშვიდად ხარ?
შენ შეგიძლია მითხრა რატომ მომწონს რადიკალიზმი როცა თავად იშვიათად ვდგამ რადიკალურ ნაბიჯებს?
რას ველოდები?
თავსხმას!!!
მალე მოდი რა
ჰო, აი კიდევ რა
კარებს მოვშორდი, სავარძელში ჩავჯექი
და იქედან მკაცრი ტონით ვთქვი, დაეტოვებინათ ჩემი სახლი

შენი თამთა