Pages

თეთრი ბარათი

სალუტ.

რაღაცნაირი დილაა.
მშრალი. თოვას აპირებს, ასეთი პირი უჩანს.
შარშანდელი წელი მახსენდება. პირველი თოვლი რომ დადო,შუაღამით გამეღვიძა და ჩავიცვი კურტკა და მთელი ეზზო მოვიარე.
ეგოისტურად მინდოდა პირველი მე გამევლო თოვლზე.
მამმის საჩუქარი იყო და ვერავის დავუთმობდი.
პატარა ბავშვივით გელაპარაკები. არადა მხოლოდ შენ მეუბნები რომ ყველაზე დიდი ვარ ვინც შეგხვედრია ცხოვრებაში.
ამ ბოლო დროს ცოტა ვნერვიულობ.
ბაჩანას გამო. მეშინია პასუხისმგებლობა რომ ავიღე და რომ ვერ შევძლო დახმარება.
ამაზე არც დავფიქრებულვარ ისე შევთავაზე დახმარება მამამისს მერე გავაცნობიერე და რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო შემზიზღდა საკუთარი თავი.
საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება და მე აქ საკუთარ თავს ვნაღვვლობ იქნებ ვერ შევძლო და როგორ შევხედო მამამისს თვალებში-მეთქი.

ასეა ასე.
ძნელია სხვისი ჭირის გათავისება. ძალიან ძნელი.
ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს უაზრო ნერვიულობები, ამასწინათ ჩემს ზევით ხანძარი იყო.
ახალი მაცხოვრებლები არიან. ფანჯარაში ყურება როგორ მიყვარს ხომ იცი, ხოდა ფანჯრიდან დავინახე, ორსული გოგოა.
ხოდა გულის გამისკდა ვიფიქრე შიგნით თუ არის და გაიგუდა მეთქი. სამჯერ დავრეკე სახანძროში, ჩქარა უშველეთ მეთქი.
და ბოლოს აღმოჩნდა რომ სახლში არ იყვნენ. მეხანძრეები მეზობლებს ეკითხებოდნენ ვინ იყო ის გიჟი რომ აუაწრიალებია სახანძროო.
ხმას ამოვიღებდი?
ჩემს პატარა მეგობარზე რომ გითხარი მაშინ.
იმას ვკითხე სევდა რა არის მეთქი ამასწინათ.
ოღონდ პასუხს ეხლა არ გთხოვ მეთქი, იფიქრე ბევრიიი და მერე _მეთქი
Facebook_ზე დამხვდა მერე ჩანაწერი სევდაზე წერდა ღრმა ფიქრიაო,რომლიდანაც დიდხანს ვერ გამოდიხარო.
არ ვიცი შეიძლება.
კიარადა ღრმა ფიქრიც არის კი, მაგრამ მარტო ეს პასუხი არ მაკმაყოფილებს.
კიდე ვფიქრობდი მარტოობაზე იმ დღეს.
ერთხელ დათამ მითხრა თავს სულ მარტო ვგრძნობო, მე ვუთხარი მარტოობასაც ხომ სჭირდება თანამგზავრი, ცოდო არ არის მეთქი და გაეღიმა.
ერთხელ ერთს ვუთხარი ეგ და ისეთი სახით მიყურებდა მგონი შეშლილი ვეგონეო.
ეგ პოეტურად და ისე მართლა რატო დაუჩემებიათ რომ ცუდია ეს მარტოობა, უბრალოდ როცა დიდხანს გრძელდება ცოტა მოსაბეზრებელი ხდება, თორემ მე მგონია რომ ყველა ადამიანი თავისებუერად მარტოა მაინც.
ხოდა მე ძალიან იშვიათად ვამბობ მაგას, ვამბობ კი არა ფიქრითაც არ ვივლებ ხოლმე თავში.
მეშინია ღმერთის როცა ამას გავიფიქრებ.
სულ ვეუბნები ჩემს თავს, როგორ ვარ მარტო როცა გარშემო ამდენი ადამიანი მყავს.
სულ მგონია რომ მუდმივად წუწუნი მარტოობაზე ღმერთსაც აღიზიანებს და ერთხელაც გაბრაზებული მართლა გაჩვენებს როგორი საშინელებაა მარტო ყოფნა.
ჰო კიდევ ღმერთთან საუბარს დავეჩვიე.
ადრე მხოლოდ ლოცვით ველაპარაკებოდი ხოლმე.
ეხლა ცოტა გავთავხედდი და ჩემი სიტყვებითაც ვესაუბრები.
მამაჩემის პანაშვიდს რომ ვიხდიდით იქ მითხრა მამაომ შენი სიტყვებით სთხოვე უფალს რომ შენი მამიკო მშვიდად იყოსო.
ჰოდა მაქედან მოყოლებული ხშირად ვსაუბრობ ხოლმე.
და იცი რას მივხვდი? ის რასაც ვეძებ ხოლმე ანუ მდგომარეობა, როცა კითხვებს არ ვსვამ და პასუხები მესმის მხოლოდ მასთან ყოფნის დროს მექნება.
მე სულელს კი დრო არ მაქვს ღმერთისთვის.
ამდენს იმიტომ გწერ რომ ვიცი გიყვარს ჩემი წერილების კითხვა. თან ჩემი ამბავიც იცი ამდენს ჩემგან ისე ვერ გაიგებ, ვერ ვლაპარაკობ.
ნუ გეღიმება.
ერთი სული მაქვს ახალი წლის მომსვლამდე. შენთან გაცილებით ლამაზია ეს ყველაფერი, თან მანამდე შობაა.
სამაგიეროდ ჩვენთან ნამდვილი შობა მერე დგება და ორმაგად მიყვარს ახალი წელი მაგიტომ.
ახლა წავალ რაღაც ქაღალდები მაქვს მოსაწესრიგებელი.


შენი თამთა

პ.ს ახალ წელს თოვლი ხომ მოვა?

1 comments:

Keti said...

მე კიდევ ლოცვით ვერასდროს ვახერხებდი...

აი, ეს მთელი წერილი საკუთარი სიტყვებით მასთან საუბარია, მგონია.
მან კი კარგი მოსმენა იცის.