Pages

message sender


სალუტ
თავისით გამოდის ხოლმე, არ მინდა გელაპარაკო ასე.
მართლა მიხარია რომ კარგად ხარ. თვითონაც მიკვრის ისე მიხარია ხოლმე, როცა მისი სახელის ხსენებისას თვალებში ნაპერწკლები გენთება და ხმა გითბება.
ჩემთვისაც კი რომ დაუჯერებელია. ვისაც სამაყაროში თავი ყველაზე დიდი ეგოისტი ეგონა.
ხანდახან ისე ვბრაზდები საკუთარ თავზე. ისე ვერ ვიტან და ისე მინდა რო ავდგე ხელი და მოვისროლო.
ხანდახან ისე ვბრაზდები რო არაფერი გავაკეთე.
ხანდახან ისე მინდება რო აგიხსნა ყველაფერი რო დავრწმუნდე რო ყველაფერს მიხვდი.
ხანდახან ისე მინდება რო დრო დავაბრუნო.
ხანდახან ისე მინდება რო დრო გადავწიო.
ხანდახან ისე ვერ გიტან
ხანდახან ისე მიყვარხარ
არასოდეს არაფერი წარმომიდგენია შენთან მიმართებაში
არასდროს მიფიქრია მერე რა იქნებოდა. ის მომწონდა რაც იყო და არც იმაზე მიფიქრია არასდროს თუ რა იყო.
ამიტო მომწონდა ეს ყველაფერი. ამიტომ ვიყავი კარგად.
არ ვფიქრობ შენ რატომ იყავი და არც არასოდეს მიფიქრია.
არაფერი დაგიშავებია აქამდე. ოღონდ ახლა ასე ნუ მექცევი. ოღონდ ახლა ასე ნუ მიმეტებ. ოღონდ ახლა ნუ იეგოისტებ და ნუ გამომიყენებ.


სიჩუმის გარდა არის რაღაც რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს :)

ნარინჯისფერი ბარათი

აი ასე
მგონი იმასაც მივაღწიე რომ დანაშაულის გრძნობა აღარ გაქვს და
მგონი იმასაც მივაღწიე რომ ჩემზე გაბრაზდი და
ახლა აღარ შემახსენებ თავს შენი გამოჩენებით და იმაზე საუბრით რომ შენთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და შენთვისაც ძვირფასი ვარ.
ცხადია კარგად ვიქნებოდი, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ და მუცელშიც თბილი ტალღები დამივლიდა რომ მეტს არ ვითხოვდე შენგან.
რომ მეტი არ მჭირდებოდეს შენგან.
ამ ხნის განმავლობაში ბერვჯერ ვერ მიხვდი ვერაფერს ან მიხვდი და არ შეიმჩნიე.
თითქმის სულ შენს სტიქიაში იყავი და იმასაც ვერ მიხვდი შენი სტიქია რა იყო და მითხარი "რატომ უნდა შევცვლილიყავიო"
არ უნდა შეცვლილიყავი, პირიქით. სულ მინდოდა რეალურადაც ისეთი ყოფილიყავი როგორიც სინამდვილეში ხარ.
შენც ხომ იცი როგორი ხარ და მეც ხომ ვიცი.
ალბათ უკვე სხვამაც იცის.
ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ მეტკინა გული, რომ ხანდახან ვაპროტესტებ არ უნდა მტკიოდეს, რომ არ ღირს და საშინლად ვიგრუზები საკუთარ თავზე.
ვერ მიხვდი რატომ ვთქვი უარი მაგისტრატურაში სწავლაზე.
ვერ მიხვდი რატომ ვთქვი უარი შენთან ერთად მუშაობაზე.
ვერ მიხვდი რატომ მოვიქეცი ასე, რატომ გაგიადვილე ჩემი აზრით ყველაფერი.
რატომ გადავაბიჯე ჩემს ყველაზე შეუვალ პრინციპებს და რატომ ავდექი და წამოვედი.
რატომ ვთქვი შენთან ახლოს ყოფნაზე უარი და რატომ არ შემიძლია ეს ყველაფერი აგიხსნა.
შენ ყველაფერ ისე გაიგე როგორც გაწყობდა.
და ეგოიზმი დამაბრალე.


არაუშავს
მალე საერთოდ დაგავიწყდება ყველაფერი

იმ სიჩუმეს კიდე მაინც ვერავინ მომისპობს რაც შენთან მაკავშირებს.