Pages

message sender


სალუტ
თავისით გამოდის ხოლმე, არ მინდა გელაპარაკო ასე.
მართლა მიხარია რომ კარგად ხარ. თვითონაც მიკვრის ისე მიხარია ხოლმე, როცა მისი სახელის ხსენებისას თვალებში ნაპერწკლები გენთება და ხმა გითბება.
ჩემთვისაც კი რომ დაუჯერებელია. ვისაც სამაყაროში თავი ყველაზე დიდი ეგოისტი ეგონა.
ხანდახან ისე ვბრაზდები საკუთარ თავზე. ისე ვერ ვიტან და ისე მინდა რო ავდგე ხელი და მოვისროლო.
ხანდახან ისე ვბრაზდები რო არაფერი გავაკეთე.
ხანდახან ისე მინდება რო აგიხსნა ყველაფერი რო დავრწმუნდე რო ყველაფერს მიხვდი.
ხანდახან ისე მინდება რო დრო დავაბრუნო.
ხანდახან ისე მინდება რო დრო გადავწიო.
ხანდახან ისე ვერ გიტან
ხანდახან ისე მიყვარხარ
არასოდეს არაფერი წარმომიდგენია შენთან მიმართებაში
არასდროს მიფიქრია მერე რა იქნებოდა. ის მომწონდა რაც იყო და არც იმაზე მიფიქრია არასდროს თუ რა იყო.
ამიტო მომწონდა ეს ყველაფერი. ამიტომ ვიყავი კარგად.
არ ვფიქრობ შენ რატომ იყავი და არც არასოდეს მიფიქრია.
არაფერი დაგიშავებია აქამდე. ოღონდ ახლა ასე ნუ მექცევი. ოღონდ ახლა ასე ნუ მიმეტებ. ოღონდ ახლა ნუ იეგოისტებ და ნუ გამომიყენებ.


სიჩუმის გარდა არის რაღაც რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს :)

ნარინჯისფერი ბარათი

აი ასე
მგონი იმასაც მივაღწიე რომ დანაშაულის გრძნობა აღარ გაქვს და
მგონი იმასაც მივაღწიე რომ ჩემზე გაბრაზდი და
ახლა აღარ შემახსენებ თავს შენი გამოჩენებით და იმაზე საუბრით რომ შენთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და შენთვისაც ძვირფასი ვარ.
ცხადია კარგად ვიქნებოდი, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ და მუცელშიც თბილი ტალღები დამივლიდა რომ მეტს არ ვითხოვდე შენგან.
რომ მეტი არ მჭირდებოდეს შენგან.
ამ ხნის განმავლობაში ბერვჯერ ვერ მიხვდი ვერაფერს ან მიხვდი და არ შეიმჩნიე.
თითქმის სულ შენს სტიქიაში იყავი და იმასაც ვერ მიხვდი შენი სტიქია რა იყო და მითხარი "რატომ უნდა შევცვლილიყავიო"
არ უნდა შეცვლილიყავი, პირიქით. სულ მინდოდა რეალურადაც ისეთი ყოფილიყავი როგორიც სინამდვილეში ხარ.
შენც ხომ იცი როგორი ხარ და მეც ხომ ვიცი.
ალბათ უკვე სხვამაც იცის.
ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ მეტკინა გული, რომ ხანდახან ვაპროტესტებ არ უნდა მტკიოდეს, რომ არ ღირს და საშინლად ვიგრუზები საკუთარ თავზე.
ვერ მიხვდი რატომ ვთქვი უარი მაგისტრატურაში სწავლაზე.
ვერ მიხვდი რატომ ვთქვი უარი შენთან ერთად მუშაობაზე.
ვერ მიხვდი რატომ მოვიქეცი ასე, რატომ გაგიადვილე ჩემი აზრით ყველაფერი.
რატომ გადავაბიჯე ჩემს ყველაზე შეუვალ პრინციპებს და რატომ ავდექი და წამოვედი.
რატომ ვთქვი შენთან ახლოს ყოფნაზე უარი და რატომ არ შემიძლია ეს ყველაფერი აგიხსნა.
შენ ყველაფერ ისე გაიგე როგორც გაწყობდა.
და ეგოიზმი დამაბრალე.


არაუშავს
მალე საერთოდ დაგავიწყდება ყველაფერი

იმ სიჩუმეს კიდე მაინც ვერავინ მომისპობს რაც შენთან მაკავშირებს.

მესიჯ სენდერ

სალუტ.
მთელი დღე  მხოლოდ 2 სიმღერას ვუსმენ.
ერთ–ერთში ბევრი შენი ფერია და ვფიქრობდი რომ ვმეგობრობდეთ გაჩვენებდი მაგ სიმღერას და დღეს შენს კედელზე მან გაგიზიარა.
მოდი და ნუ გაგისივდება გული და ნუ ჩაგწყდება მუცელში რაღაც.
მეორე სიმღერაც შენ მომასმენინე.
close to me
closecloseclose.
აი აი როგორ მეშლება ჩემს თავზე ნერვები
როგორ ვერ ვიტან ასეთ ჩემს თავს
როგორ ვერ გიტან
რა გინდარარარარარრა
რა ეგოისტი ხარ.
რად გინდა ეს ფორმალური მეგობრობა. ზუსტადაც ფსევდო მეგობრობა.
ვიცი რომ გაწუხხებბსსს. ვიცი მაგრამ რა გავაკეთო
შენ ხომ არ გიყვარვარ დედა ტერეზა მე.
ხო არ მოგწონს.
ხოდა ახლა ვერ ვიფიქრებ შენზე, იმიტომ რომ დამიჯერე შენზე მეტად ცუდად ვარ. ორმაგად ცუდად.
და მორჩი ამ ეგოისტურ შემოტევებს.
ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ,მაგრამ თანაგრძნობა არ შემიძლია.
ნარინჯისფერი
და მაინც არის "სიჩუმის გარდა არის რაღაც, რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს"

მესიჯ სენდერ

message sender

სალუტ.
იმდენი ქარიშხალი გადავიტანე ამ დღეებში, რომ არც მჯერა თუ დამშვიდდა ყველაფერი.
პრინციპში ველოდი ამ ყველაფერს და იმდენხანს ვიცადე სანამ მზად არ ვიქნებოდი.
იმდენ ხანს ვხარშე ეს ურთიერთობა, იმდენ ხანს ვატრიალე, იმდენ ხანს ვიარე წრეზე. როგორც იქნა ეს წრე გავარღვიე.
როგორც იქნა დავთმე ჩემი ყველაზე შეუვალი პრინციპი რომ მეგონა
როგორც იქნა გავბედე და გითხარი როგორ ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ვნანობ.
იმას არა რაც გავაკეთე, იმას რაც არ გამიკეთებია.
ახლა შენს მაგივრად მე რომ ვკითხულობდე ამ წერილს შეიძლება თავში ამვარდნოდა და ჩემი თავდააჯერებულობა კიდევ უფრო პიკში წასულიყო.
ყველაფერი მზერებით დაიწყო და ყველაფერი ასე მთავრდება.
რო ვაკვირდები ასეა ხოლმე ურთიერთობები
ადიხარ, ადიხარ ადიხარ მთაზე და მერე იგივე ადგილას ჩამოდიხარ საიდანაც დაიწყე.
რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა გახდე_ ჩემთვის ისევ ნარინჯისფერი ხარ.
ჩემთვის ისევ ის ხარ ვინც ბერვ კითხვებს არ სვამს და ისე ესმის  შენი.
ჩემთვის ის ხარ ვინც ბევრ ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს.
ჩემთვის ის ხარ ვინც თვალებით ლაპარაკობს.
შეყვარებული პატარა გოგოსავით ვლაპარაკობ ხო?
თითქმის ყველა მზერა მახსოვს,როცა სხვანიარად იყურებოდი.
თითქმის ყველა შემოხედვა მახსოვს როცა მაკვირდებოდი.
მეჩვენება?
გული რაზე მწყდება იცი?
სულ ვიცოდი რო მოვლენები ასე წავიდოდა.
ახლა როცა მითხარი რომ იმასაც ვხვდებოდი რაც შენ არ გეგონაო.
თუ  ხვდებოდი ყველაფერს, რატომ წამიყვანე შენს დაბადების დღეზე, რატომ მაყურებინე შენს გოგოსთან მოფერებას მთელი დღე.
იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენი რამის გადატანა შემიძლია.
და რა მაგარი გოგო ვარ.
მაშინ მეგონა რომ მართლა გინდოდა წამოვსულიყავი და ჩემი იქ ყოფნა და მართლა გიხაროდა.
იმდენეჯერ გადამეკეტა, იმდენჯერ მინდოდა რო მოვსულიყავი და არ ვიცი მეყვირა, მეჩხუბა, მეკივლა მეტირა გამეკეთებინა ჩემი ხასიათისთვის სრულიად არაადეკვატური რამ.
და იმდენჯერ გადამკეტვია და იმდენჯერ მომნდომებია მოვსულიყავი შენს სახლთან მეყვირა ქვემოდან შენი სახელი, ჩამომეყვანე და მენახე და წამოვსულიყავი.
იმდენი სიგიჟე მიტრიალებდა თავში, იმდენი ვერ განავახორციელე,იმდენად ცუდად მხდიდა ვერ განხორციელებული სურვილები, რომ ბოლოს ენამწარეობაში გადამეზარდა და ყველა წინადადებაზე ვიკბინებოდი შენთან.
შედეგი–ნერვოზი.
კარგად დაზუმული საკუთარი თავი და შენი შორს ყოფნა.
სამაგიეროდ იმდენ რამეს მივხვდი.
სამაგიეროდ იმდენი რამე ვისწავლე(თუ გამოვიყენებ).
ისე მინდა დავთანხმდე შენთან მეგობრობას,ისე მინდა შემეძლოს. ისე მინდა დავაჭირო confirm და გაგრძელდეს ჩვეულებრივ.
ისე მინდა აქეთ არ მაბრალებდე რაღაცებს.
ისე მინდა ხვდებოდე რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ გადავწვიტე ასე.
ისე მინდა ბავშვს აღარ მეძახდე, იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად მოვიქეცი დიდივით.
ისე მინდა შენთან ლაპარაკი.
მაგრამ წრე გავარღვიე და უკან ვერ დავბრუნდები.
შენ კი მართალი აღმოჩნდი. ჩემზე მეტად ეგოისტი ხარ და გინდა ჩემი დაბრუნება და არ დაკარგვა. იმაზე არ ფიქრობ მე რას მომიტანს ეს ყოველივე.
ისეთი საყვედურნარევი თვალებით მიყურებდი ამ გადაწყვეტილებისთვის იმ დღეს, ხმა ვეღარ ამოვიღე.
მაინც ნარინჯისფერი ხარ და მაინც მჯერა რომ "სიჩუმის გარდა არის რაღაც, რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს"

message sender




leaving the dream...

leaving the dream... by martikson
leaving the dream..., a photo by martikson on Flickr.

ნაპრალი ყელთან

fall in the light ... by martikson
fall in the light ..., a photo by martikson on Flickr.

თეთრი


stratfort-upon-avon
Originally uploaded by cocytus69
შენთან
მომენატრე

თეთრი

სალუტ

ვიცოდი რომ სადღაც ისლანდიისკენ.
იქ სადაც ცივა.
მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ხისსუნიანისახლებია და ყველას აქვს ბუხარი.
შენი აღარ მესმის.
შეძლება მე შევიცვალე
არა უფრო სწორედ შევიცვალე
შეიძლება რიცხვების ბრალია. სულ თავში რომ მიტრიალებენ.
ამ ბოლო დროს იმდენი ნიშნები დაბოდიალობენ ჩემს გარშემო, მაგრამ მათი არ მესმის.
ხანდახან მგონია რაღაც მისტიური ხდება ჩემს თავს
ხანდახან კიდევ მგონია ყველაფერი ჩემი ფანტაზიების ბრალია.
რა ვუყო ამდენ ფანტაზიას.
მირჩიე
ახლა შენც არ მითხრა
"არასოდეს ჰკითხო ელფებს რჩევა–"ო
მოდი რა ჩავთვლი ელფი ხარ.
ანდაც რას გეკითხები
ელფი ხარ
ასე მინდა და ვსიო.
აწი ასე მოგწერ ხოლმე
გამარჯობა ელფო.
არა სალუტ ელფო.
ამ წერილებს რომ გწერ მგონია საკუთარ თავს ველაპარაკები
არადა ხომ ვიცი რომ არსებობ
აუ იცი რა მღლის ყველაზე მეტად?
საკუთარი თავის შეცვლის მცდელობა
სულ ვამბობდი რომ ვერ ახდენენ გავლენას ჩემზე რომ ვარ რაც ვარ
და ა.შ
სინამდვილეში არაფერიც
არ ვარ მასეთი ძლიერი.
არადა როგორ ვერ ვიტან ჩემს თავს ასეთს რომ იცოდე.
მოკლედ ჯობია ისევ ელფებზე ვილაპარაკოთ
რას ჭამთ? თქვენი სახლები ნამდვილად ისეთია როგორიც მე წარმომიდგენია?
ეს ბალახი რით ვეღარ დაპატარავდა

შენი თ


tumblr_ldgduwOs1P1qztsrto1_500

მყუდრო სიმძაფრე