Pages

დახუჭული თვალებით

ჰექსე
დახუჭული თვალებით
პოეზია
2011.12.14
------------------------------------------------
 

1.
აღწევს დახუჭულ თვალებშიც – მახსოვს,
რა უნდა გეთქვა – ჩასუნთქვა. ასე.
რომ წყალი სისხლზე უფრო მძიმეა,
როცა ტალღებზე გიწვენს და ტანზე
მლაშე კრისტალებს გატოვებს თეთრად:
ამოუცნობი იეროგლიფი –
ალბათ სახელი,
რომელიც ბევრჯერ,
რომელიც ისევ და მაინც ვეღარ –

რა სათქმელია.
ბოლომდე აღწევს.


2.
ვადგენ
აქედან გაქცევის გეგმას –
კენჭებით ვზომავ მზერის სიშორეს.
სადღაც – ბოლოჯერ ჩამავალ მზესთან
მთავრდება: ეს გზაც გამოვიზოგე
დაბრუნებისთვის
ცეცხლის ხაზს იქით –

ვახელ. ვერ გხედავ.
ისევ ვხუჭავ.
უშენოდ მჯერა.


3.
ვერ გხედავ.
სადაც არ უნდა იყო,
ვლოცულობ შენთვის:
ამ ქვებში, ტერფებს რომ მიწვავენ, ვაგროვებ მზეს,
ძარღვებში ვიგროვებ წყალს, რომელიც სისხლზე მძიმეა,
სუნთქვაში ვიგროვებ ჰაერს –
და თუ რამე მოხდება,
შენმა მფარველმა ანგელოზმა იცის,
სად მიპოვნოს.


4.
მზეო, შინ დარჩი, რა გინდა გარეთ, მზეო.
ამ ერთხელ დარჩი შინ, მზეო, მე გარეთ ვარ და
უკვე ავივსე. ვეყოფი. ისვრიან. ამ ერთხელ, მზეო.
მე გარეთ ვარ და ვერ ვხედავ მას და მინდა, შენთან იყოს, მზეო.
შინ მინდა იყოს. თვალები მინდა ეხილოს და გხედავდეს, მზეო.
ამ დაფლეთილ ცას მოერიდე, მზეო.
მე სხვა სიტყვები მომარიდე, მზეო –
მხოლოდ მისთვის მინდა ვილოცო.


5.
ვერ გხედავ, მაგრამ
გასავლელ გზას ზეპირად გეტყვი –
ცხრა მთა ერქვა და ახლა მხოლოდ
ერთი ბორცვია –
მას გატკეპნილი ბილიკებით,
სიმღერით, დროშის ფრიალით და
შეკავებული გულისცემით
გარს უვლიან.
მერამდენე წრეა, ითვლიან –

ვერ გხედავ, მაგრამ მაინც გეტყვი:
ნამდვილი გზა მწვერვალზე გადის.
შეხვედრამდე.


6.
მზეო, ვერ ვხედავ,
მაგრამ, მზეო, მე მას შევხვდები.

სენდერ

დედამიწის ზურგზე ყველაზე  კარგი ბიჭი ხარ.
ძალიან მიყვარხარ

ნარინჯისფერი წერილი

სალუტ.
მეტ წერილს აღარასდროს აღარ მოგწერ.
აღარც შეტყობინებას რომელიც ჩემს დრაფტში შეინახება.
ახლა ჩემს სხეულში ნამდვილი მიწისძვრაა. ყველა კუნთი გუგუნებს და განსაკუთრებით ის მთავარი.
არ ვიცი ვის დავუშავე და რა დავუშავე ასეთი.
ლავიწის ძვლებს შორის მე რომ ნაპრალს ვეძახი გაჩხერილია ბურთი და ყოველ მუცელში ჩავარდნისას მწვავს.
ძალიან მძიმე ხარ და არ ვიცი ვის ვთხოვო რომ ჩამომხსნას ბორკილები და აღარ გატარო.
შენთვის ყველაფერი ძალიან მარტივია. ახლა ამასაც მარტივად აღიქვამ ალბათ რომ კითხულობდე და ჩათვლი რომ უბრალოდ ვაზვიადებ.
არ ვიცი რა ვუყო ამ ყველაფერს.
არ ვიცი რა ვუყო ამდენ ენაზემომდგარ და უკანჩაბრუნებულ სიტყვებს.
არ ვიცი სად წავიღო ამდენი არ გამოხატული სითბო.
არ ვიცი რა ჯანდაბა ვუყო ამდენ ჩაწყვეტას და ამდენ ნატკენ ისტორიას.
არ ვიცი როგორ დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ თვითონაც ლამაზი ვარ და აქ სილამაზე არაფერ შუაში იყო.
არ ვიცი როგორ მოვიყვანო ყველაფერი ისევ მწყობრში.
როგორ ავეწყო თავიდან და როგორ დავეწყო.
და ყველაზე მთავარი
აღარ ვიცი როგორ გავჩუმდე.
არ ვიცი უბრალოდ როგორ მოვითმინო
რა ბედნიერი ხარ.
და რა ეგოისტი.


არაფერიც არ მონაცვლეობს  სიჩუმის გარდა.




  1. მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    ვაკაკუნებდე და არავინ მიღებდეს,
    კაკუნისას კანს კარის ქერქი მისერავდეს
    და სისხლი მდიოდეს,
    მწიფეს ვესროდე და მკვახე ცვიოდეს,
    გზადაგზა ლპებოდეს და გამუდმებით სახეს ვიწმენდდე _
    არავინ დაინახოს ჩემივე ნამოქმედარის შედეგი.
    მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    ვიყო კედელი, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი აქვს
    და ისიც მისთვის, ვისაც ამ კარის იქით შეჭვრეტაც
    არასოდეს არ უნატრია _
    კედელი ხომ იმისთვისაა, ცერცვი აყარო
    და არაფერი გიპასუხოს.
    მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    ვიდგე ფანჯარასთან და ვხედავდე მას,
    იდგეს ფანჯარასთან და მხედავდეს მე,
    არაფერს ვამბობდე და არაფერს ამბობდეს _
    შენ ხომ მაინც იცი,
    როცა ასე ვიქცევით, ორივე ვიტყუებით.
    მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    მინებს აწვიმდეს და არ ვწმენდდე,
    თვალებს აწვიმდეს და არ ვწმენდდე,
    უბრალოდ, არ მინდოდეს არაფრის დანახვა,
    ვამბობდე: მთელი ქვეყანა წვიმამ წაიღოს,
    ის თუ არ იქნება.
    ასე უფრო მარტივია ყველაფერი.
    მე ასეთი არაფერი მინატრია, ღმერთო,
    როცა მოვედი შენს ჩაბნელებულ სახლში,
    რომელიც იდგა ეულად სოფლის შარაზე,
    როცა მოვედი და ისე გთხოვე, როგორც არასდროს,
    როცა მოვიხედე და პირველად დაგინახე _
    შენ იდექი უძველესი ეკლესიის შორეულ კუთხეში
    და მამაჩემის თვალებით მიყურებდი.

წერილი მამას

სალუტ მამ.
ახლა სადმე ახლოს ისგარეტი რომ იყოს მოვწევდი და ისე დაგიწერდი ამ წერილს.
და მიხვდებოდი როგორ შეიცვალა შენი ქალიშვილი.
როგორი გაბოროტებულია სამყაროზე.
როგორ გახდა ისეთი როგორიც არასდროს  მოგეწონებოდა.
ასეთი გავლენა შენზე არაფერს მოუხდენია და ვერაფერს.
მამა ხომ შენც არ გყავდა და შენც ხომ იყავი საკუთარ თავზე დამოკიდებული და შენზეც ხომ იყვნენ დამოკიდებულები.
შენც ხომ არ გაგმართლებია ადამიანებში და შენც ხომ გაგცრუებია იმედი ბევრჯერ.
შენც ხომ მიგიღწევია დასახული მიზნისათვის და მიმხვდარხარ რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია და არ არსებობს აუხდენელი სურვილები თუ ძალიან მოინდომებ.
შენ ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩადე და ძალა და ნერვები.
მეც ასე მიწევს.
შენ მიგაჩნდა რომ არასოდეს იყო საკმარისი ეგ ყველაფერი და უფრო მეტს ცდილობდი.
მეც ასე ვფიქრობ.
და ხანდახან რომ დავფიქრდები.
მეცოდები შენც ასე დაღლილი რომ წახვედი და მეცოდება ჩემი თავიც ასევე დაღლილი რომ წამოვალ დედამიწის გარეთ.
არა.არ გეგონოს სულ შეიცვალა ყველაფერი. რაღაცები ისევ შემომრჩა, მაგალითად წვიმა ისევ მიყვარს. და ის მუსიკაც.
ახლა როცა წვიმიან ამინდში მარტო ვიჯდები საჭესთან ზუსტად მეცოდინება რომ ჩემს გვერდით შენ იჯდები და ყოველთვის მოვუსმენ იმას, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასი იყო.
მამა შენს მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი მოვიდა და გაამართლა.
ბევრში არ გამიმართლა. შენ მეტყოდი დროის ამბავიაო.
მე ისევ ვცდილობ ძველებურად და შენსავით, რომ ურთიერთობები შევინარჩუნო და არ გავაფუჭო და ისევ მგონია, რომ ყველაზე დიდი რაც შემიძლია ამ ურთიერთობების მოფრთხილებაა.
ძალიან მინდა შენი მანქანის ნომერი დავიბრუნო. ვფიქრობ მოვძებნო და ვთხოვო.
მართვის მოწმობა რომ ავიღე სმს გამოგიგზავნე შენს ტელეფონზე.ვიღაც ირანელ გოგოს აქვს შენი ნომერი. ინგლისურად მიპასუხა არ მესმისო. მივწერე ქართულად ჩემი ამბავი და ის რომ მინდოდა პირველს შენ გცოდნოდა და ვიღაც გოგომ დამირეკა ჩემი მეგობრის ნომერიაო ირანელისო და მეც იგივე სიტუაცია მაქვსო და აუცილებლად ავიღებ მეცო.
პირველად რო დავჯექი საჭესთან და უკანა სარკეში შენი თვალები დავინახე მივხვდი, რომ არასოდეს არ უნდა შემეშინდეს, რადგან შენთვის ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება.
კიდევ რა ხდება?
მეცინება ამაზე ლაპარაკს არც კი ვიცი თუ გავბედავდი შენთან ოდესმე.
ახლა როცა არ ხარ თვალშისაცემი და ხელშესახები ძალიან მინდა მოგიყვე, რომ დაავადებული ვარ მისით და მჭირს სრული აგონია. ისეთი და იმდაგვარი რომ უკვე მისიც მრცხვენია.
და თვალებში რომ შევხედო ეგეც მრცხვენია მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველაფერი გავაკეთე რომ სწორად მოვქცეულიყავი და შენ რომ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდი რომ მე ამას შევძლებდი,ისიც. მეც ვერ წარმოვიდგენდი.
შენ სულ გეღიმებოდა და მეუბნებოდი-მამა არ შეიძლება ასეთი არანორმალური სიყვარული. ცოტა დაიტოვე შენთვისაც.
მამა მე თუ მიყვარს ჩემთვის მიყვარდება ადამიანები და ჩუმად. თვითონ ალბათ არც სჯერა რომ რაიმე ასეთი მჭირს მის მიმართ ან ასე ძლიერია. შენს მაგალითზე იცი, რომ არ შემიძლია მიყვარდეს ხმამაღლა.მინდა რჩევა მომცე. მინდა ამიხსნა როგორ გავთავისუფლდე ამ ყველაფრისგან. განთავისუფლება რატომ მინდა?
მინდა.
მივხვდი. დააშავე როცა მასწავლიდი ერთგულებას. უნდა  გეთქვა, რომ არ შეიძლებოდა ზედმეტი არავის და არაფრის მიმართ.
არვიცი თუ ვინმეს რაიმე ვერ ვაპატიე, პირველი ალბათ შენ ხარ.
იმდენი კარგი რამის გადატანა მიწევს უშენოდ. იმდენი სიხარულის და ბედნიერებისკ, რომ ნერვები მეშლება მასე შორიდან რომ უნდა გიხაროდეს და მე არ შემეძლოს გადმოგდო ეს ყველაფერი.
ვბრაზდები როცა ვფიქრობ, როგორ შეგეძლო ამის დაშვება.
რაც არ უნდა იყოს.
და როცა იქნება მე და შენ ისევ ვიმგზავრებთ ერთად ნაყინის საჭმელად და ჩვენს საყვარელ მუსიკას მოვუსმენთ და მე ისევ გავიფიქრებ, როომ  ყველაზე მაგარი მამა მყავს და ძალიან მაგარია რომ ყველაზე ძალიან ვუყვარვარ.








orange

ვგრძნობ რომ არ მატყუებ
რომ მართლა გაკლია ის რაც მე მაქვს 
მართალია ის "რაღაც" არის და შენ არ იცი რა არის ეს
მართალია 
მაგრამ ალბათ მთავარი მაინც მისი არსებობაა.
მეუბნებიან რომ ნაკლები ხარ ვიდრე მგონია
და რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან გამოვიგონე
და მე ვისაც სულ მეგონა რომ რეალობას ვერასოდეს გავცდებოდი
ახლა ვთვლი რო ყველა მათგანი სწორია.
მაგრამ
არ შემიძლია ეს ხმამაღლა სიყვარული.
არ შემიძლია 
არ შემიძლიააააააააააააააააააააააააააა

orange light

სალუტ.
იმის მერე რაც მოხდა, რაც გიწოდე არამზადა.
რაც შენს ადამიანურობაში ეჭვი შემეპარა და გადავწყვიტე რომ დამოტოვებინე 2011–ში,არ მინდოდა 2012–იც შენით დაწყებულიყო.
არადა დამესიზმრე.
არადა არ მინდოდა მხოლოდ სიზმარში გვენახა ერთმანეთი როგორც თავად მითხარი.
არადა ყველა სიზმარი ამიხდა შენთან დაკავშირებული
და დავფიქრდი რომ ეს სიზმარიც რომ სრული სიზუტით ამიხდებოდეს.
ყველაფერს გაიგებდი.
როგორ მინდა ისევ მჯერროდეს შენი კარგი ბიჭობის, როგორ მინდა იყო ჩამოყალიბებული და იცოდე რა გინდა და ხანდახან როგორ მინდა შემეშვა.
როგორ მინდა დაასრულო ჩემი წვალება.
და როგორ მინდა გამოხვიდე შენი თავიდან ერთხელ მაინც.
როგორ მინდოდა არ მოგელოცა
როგორ მინდოდა მეპასუხა ტელეფონზე რომ მირეკავდი და მეთქვა რომ არამზადა ადამიანი ხარ
როგორ მინდა დასრულდეს ნარინჯისფერი და დაიწყოს მწვანე ფერი.
ნატა ამბობს რომ მოლოდინის ფერიაო
მკიდია რისი ფერია. შენ ხარ ნარინჯისფერი და მეზიზღება ეს ფერი.
ვერ გიტან ვერც შენ
და
თქვი
რომ მორჩა
და დამასრულებინე
ნუღარ დადიხარ ჩემი გზებით.

message sender


სალუტ
თავისით გამოდის ხოლმე, არ მინდა გელაპარაკო ასე.
მართლა მიხარია რომ კარგად ხარ. თვითონაც მიკვრის ისე მიხარია ხოლმე, როცა მისი სახელის ხსენებისას თვალებში ნაპერწკლები გენთება და ხმა გითბება.
ჩემთვისაც კი რომ დაუჯერებელია. ვისაც სამაყაროში თავი ყველაზე დიდი ეგოისტი ეგონა.
ხანდახან ისე ვბრაზდები საკუთარ თავზე. ისე ვერ ვიტან და ისე მინდა რო ავდგე ხელი და მოვისროლო.
ხანდახან ისე ვბრაზდები რო არაფერი გავაკეთე.
ხანდახან ისე მინდება რო აგიხსნა ყველაფერი რო დავრწმუნდე რო ყველაფერს მიხვდი.
ხანდახან ისე მინდება რო დრო დავაბრუნო.
ხანდახან ისე მინდება რო დრო გადავწიო.
ხანდახან ისე ვერ გიტან
ხანდახან ისე მიყვარხარ
არასოდეს არაფერი წარმომიდგენია შენთან მიმართებაში
არასდროს მიფიქრია მერე რა იქნებოდა. ის მომწონდა რაც იყო და არც იმაზე მიფიქრია არასდროს თუ რა იყო.
ამიტო მომწონდა ეს ყველაფერი. ამიტომ ვიყავი კარგად.
არ ვფიქრობ შენ რატომ იყავი და არც არასოდეს მიფიქრია.
არაფერი დაგიშავებია აქამდე. ოღონდ ახლა ასე ნუ მექცევი. ოღონდ ახლა ასე ნუ მიმეტებ. ოღონდ ახლა ნუ იეგოისტებ და ნუ გამომიყენებ.


სიჩუმის გარდა არის რაღაც რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს :)