Pages

სენდერ

დედამიწის ზურგზე ყველაზე  კარგი ბიჭი ხარ.
ძალიან მიყვარხარ

ნარინჯისფერი წერილი

სალუტ.
მეტ წერილს აღარასდროს აღარ მოგწერ.
აღარც შეტყობინებას რომელიც ჩემს დრაფტში შეინახება.
ახლა ჩემს სხეულში ნამდვილი მიწისძვრაა. ყველა კუნთი გუგუნებს და განსაკუთრებით ის მთავარი.
არ ვიცი ვის დავუშავე და რა დავუშავე ასეთი.
ლავიწის ძვლებს შორის მე რომ ნაპრალს ვეძახი გაჩხერილია ბურთი და ყოველ მუცელში ჩავარდნისას მწვავს.
ძალიან მძიმე ხარ და არ ვიცი ვის ვთხოვო რომ ჩამომხსნას ბორკილები და აღარ გატარო.
შენთვის ყველაფერი ძალიან მარტივია. ახლა ამასაც მარტივად აღიქვამ ალბათ რომ კითხულობდე და ჩათვლი რომ უბრალოდ ვაზვიადებ.
არ ვიცი რა ვუყო ამ ყველაფერს.
არ ვიცი რა ვუყო ამდენ ენაზემომდგარ და უკანჩაბრუნებულ სიტყვებს.
არ ვიცი სად წავიღო ამდენი არ გამოხატული სითბო.
არ ვიცი რა ჯანდაბა ვუყო ამდენ ჩაწყვეტას და ამდენ ნატკენ ისტორიას.
არ ვიცი როგორ დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ თვითონაც ლამაზი ვარ და აქ სილამაზე არაფერ შუაში იყო.
არ ვიცი როგორ მოვიყვანო ყველაფერი ისევ მწყობრში.
როგორ ავეწყო თავიდან და როგორ დავეწყო.
და ყველაზე მთავარი
აღარ ვიცი როგორ გავჩუმდე.
არ ვიცი უბრალოდ როგორ მოვითმინო
რა ბედნიერი ხარ.
და რა ეგოისტი.


არაფერიც არ მონაცვლეობს  სიჩუმის გარდა.




  1. მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    ვაკაკუნებდე და არავინ მიღებდეს,
    კაკუნისას კანს კარის ქერქი მისერავდეს
    და სისხლი მდიოდეს,
    მწიფეს ვესროდე და მკვახე ცვიოდეს,
    გზადაგზა ლპებოდეს და გამუდმებით სახეს ვიწმენდდე _
    არავინ დაინახოს ჩემივე ნამოქმედარის შედეგი.
    მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    ვიყო კედელი, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი აქვს
    და ისიც მისთვის, ვისაც ამ კარის იქით შეჭვრეტაც
    არასოდეს არ უნატრია _
    კედელი ხომ იმისთვისაა, ცერცვი აყარო
    და არაფერი გიპასუხოს.
    მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    ვიდგე ფანჯარასთან და ვხედავდე მას,
    იდგეს ფანჯარასთან და მხედავდეს მე,
    არაფერს ვამბობდე და არაფერს ამბობდეს _
    შენ ხომ მაინც იცი,
    როცა ასე ვიქცევით, ორივე ვიტყუებით.
    მე ასეთი სიყვარული არ მითხოვია, ღმერთო,
    მინებს აწვიმდეს და არ ვწმენდდე,
    თვალებს აწვიმდეს და არ ვწმენდდე,
    უბრალოდ, არ მინდოდეს არაფრის დანახვა,
    ვამბობდე: მთელი ქვეყანა წვიმამ წაიღოს,
    ის თუ არ იქნება.
    ასე უფრო მარტივია ყველაფერი.
    მე ასეთი არაფერი მინატრია, ღმერთო,
    როცა მოვედი შენს ჩაბნელებულ სახლში,
    რომელიც იდგა ეულად სოფლის შარაზე,
    როცა მოვედი და ისე გთხოვე, როგორც არასდროს,
    როცა მოვიხედე და პირველად დაგინახე _
    შენ იდექი უძველესი ეკლესიის შორეულ კუთხეში
    და მამაჩემის თვალებით მიყურებდი.