Pages

ნარინჯისფერი ბარათი

ჩრდილები

სიჩუმის გარდა
არის რაღაც,
რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს,
როგორც სიბნელე აზრის შიგნით,
როგორც შენი ხელის ქალაქი
დაუგეგმავი ჩემი ტრაექტორიით.
მე ვაღებ კარს,
რომელიც ღია იყო ჩემ მოსვლამდე.
მე ვაღებ,
რადგან გინდოდა დამეხურა -
მე ყოველთვის შენ სურვილს ვასრულებ -
ნახევარ ეტაპს მზის დღის ხიდის ქვეშ,
ერთი წუთის ასოთხმოც ვარდნას -
გულის სხივის არითმიას
ჩემი დილიდან შენი პულსისკენ
ვასრულებ.
ეს თითქმის ჩემი მისიაა -
სადაც წასვლამდე -
გენერალურ ამოსუნთქვამდე -
რჩება სიჩუმე
და კიდევ რაღაც,
რაც ამ ტექსტში
დაუფიქრებლად იკითხება -
რაშიც აღარ ვმონაწილეობთ.


:)