Pages

თეთრი


stratfort-upon-avon
Originally uploaded by cocytus69
შენთან
მომენატრე

თეთრი

სალუტ

ვიცოდი რომ სადღაც ისლანდიისკენ.
იქ სადაც ცივა.
მაგრამ სამაგიეროდ ბევრი ხისსუნიანისახლებია და ყველას აქვს ბუხარი.
შენი აღარ მესმის.
შეძლება მე შევიცვალე
არა უფრო სწორედ შევიცვალე
შეიძლება რიცხვების ბრალია. სულ თავში რომ მიტრიალებენ.
ამ ბოლო დროს იმდენი ნიშნები დაბოდიალობენ ჩემს გარშემო, მაგრამ მათი არ მესმის.
ხანდახან მგონია რაღაც მისტიური ხდება ჩემს თავს
ხანდახან კიდევ მგონია ყველაფერი ჩემი ფანტაზიების ბრალია.
რა ვუყო ამდენ ფანტაზიას.
მირჩიე
ახლა შენც არ მითხრა
"არასოდეს ჰკითხო ელფებს რჩევა–"ო
მოდი რა ჩავთვლი ელფი ხარ.
ანდაც რას გეკითხები
ელფი ხარ
ასე მინდა და ვსიო.
აწი ასე მოგწერ ხოლმე
გამარჯობა ელფო.
არა სალუტ ელფო.
ამ წერილებს რომ გწერ მგონია საკუთარ თავს ველაპარაკები
არადა ხომ ვიცი რომ არსებობ
აუ იცი რა მღლის ყველაზე მეტად?
საკუთარი თავის შეცვლის მცდელობა
სულ ვამბობდი რომ ვერ ახდენენ გავლენას ჩემზე რომ ვარ რაც ვარ
და ა.შ
სინამდვილეში არაფერიც
არ ვარ მასეთი ძლიერი.
არადა როგორ ვერ ვიტან ჩემს თავს ასეთს რომ იცოდე.
მოკლედ ჯობია ისევ ელფებზე ვილაპარაკოთ
რას ჭამთ? თქვენი სახლები ნამდვილად ისეთია როგორიც მე წარმომიდგენია?
ეს ბალახი რით ვეღარ დაპატარავდა

შენი თ


tumblr_ldgduwOs1P1qztsrto1_500

მყუდრო სიმძაფრე