Pages

წერილი მამას

სალუტ მამ.
ახლა სადმე ახლოს ისგარეტი რომ იყოს მოვწევდი და ისე დაგიწერდი ამ წერილს.
და მიხვდებოდი როგორ შეიცვალა შენი ქალიშვილი.
როგორი გაბოროტებულია სამყაროზე.
როგორ გახდა ისეთი როგორიც არასდროს  მოგეწონებოდა.
ასეთი გავლენა შენზე არაფერს მოუხდენია და ვერაფერს.
მამა ხომ შენც არ გყავდა და შენც ხომ იყავი საკუთარ თავზე დამოკიდებული და შენზეც ხომ იყვნენ დამოკიდებულები.
შენც ხომ არ გაგმართლებია ადამიანებში და შენც ხომ გაგცრუებია იმედი ბევრჯერ.
შენც ხომ მიგიღწევია დასახული მიზნისათვის და მიმხვდარხარ რომ სინამდვილეში ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია და არ არსებობს აუხდენელი სურვილები თუ ძალიან მოინდომებ.
შენ ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩადე და ძალა და ნერვები.
მეც ასე მიწევს.
შენ მიგაჩნდა რომ არასოდეს იყო საკმარისი ეგ ყველაფერი და უფრო მეტს ცდილობდი.
მეც ასე ვფიქრობ.
და ხანდახან რომ დავფიქრდები.
მეცოდები შენც ასე დაღლილი რომ წახვედი და მეცოდება ჩემი თავიც ასევე დაღლილი რომ წამოვალ დედამიწის გარეთ.
არა.არ გეგონოს სულ შეიცვალა ყველაფერი. რაღაცები ისევ შემომრჩა, მაგალითად წვიმა ისევ მიყვარს. და ის მუსიკაც.
ახლა როცა წვიმიან ამინდში მარტო ვიჯდები საჭესთან ზუსტად მეცოდინება რომ ჩემს გვერდით შენ იჯდები და ყოველთვის მოვუსმენ იმას, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასი იყო.
მამა შენს მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი მოვიდა და გაამართლა.
ბევრში არ გამიმართლა. შენ მეტყოდი დროის ამბავიაო.
მე ისევ ვცდილობ ძველებურად და შენსავით, რომ ურთიერთობები შევინარჩუნო და არ გავაფუჭო და ისევ მგონია, რომ ყველაზე დიდი რაც შემიძლია ამ ურთიერთობების მოფრთხილებაა.
ძალიან მინდა შენი მანქანის ნომერი დავიბრუნო. ვფიქრობ მოვძებნო და ვთხოვო.
მართვის მოწმობა რომ ავიღე სმს გამოგიგზავნე შენს ტელეფონზე.ვიღაც ირანელ გოგოს აქვს შენი ნომერი. ინგლისურად მიპასუხა არ მესმისო. მივწერე ქართულად ჩემი ამბავი და ის რომ მინდოდა პირველს შენ გცოდნოდა და ვიღაც გოგომ დამირეკა ჩემი მეგობრის ნომერიაო ირანელისო და მეც იგივე სიტუაცია მაქვსო და აუცილებლად ავიღებ მეცო.
პირველად რო დავჯექი საჭესთან და უკანა სარკეში შენი თვალები დავინახე მივხვდი, რომ არასოდეს არ უნდა შემეშინდეს, რადგან შენთვის ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება.
კიდევ რა ხდება?
მეცინება ამაზე ლაპარაკს არც კი ვიცი თუ გავბედავდი შენთან ოდესმე.
ახლა როცა არ ხარ თვალშისაცემი და ხელშესახები ძალიან მინდა მოგიყვე, რომ დაავადებული ვარ მისით და მჭირს სრული აგონია. ისეთი და იმდაგვარი რომ უკვე მისიც მრცხვენია.
და თვალებში რომ შევხედო ეგეც მრცხვენია მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველაფერი გავაკეთე რომ სწორად მოვქცეულიყავი და შენ რომ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდი რომ მე ამას შევძლებდი,ისიც. მეც ვერ წარმოვიდგენდი.
შენ სულ გეღიმებოდა და მეუბნებოდი-მამა არ შეიძლება ასეთი არანორმალური სიყვარული. ცოტა დაიტოვე შენთვისაც.
მამა მე თუ მიყვარს ჩემთვის მიყვარდება ადამიანები და ჩუმად. თვითონ ალბათ არც სჯერა რომ რაიმე ასეთი მჭირს მის მიმართ ან ასე ძლიერია. შენს მაგალითზე იცი, რომ არ შემიძლია მიყვარდეს ხმამაღლა.მინდა რჩევა მომცე. მინდა ამიხსნა როგორ გავთავისუფლდე ამ ყველაფრისგან. განთავისუფლება რატომ მინდა?
მინდა.
მივხვდი. დააშავე როცა მასწავლიდი ერთგულებას. უნდა  გეთქვა, რომ არ შეიძლებოდა ზედმეტი არავის და არაფრის მიმართ.
არვიცი თუ ვინმეს რაიმე ვერ ვაპატიე, პირველი ალბათ შენ ხარ.
იმდენი კარგი რამის გადატანა მიწევს უშენოდ. იმდენი სიხარულის და ბედნიერებისკ, რომ ნერვები მეშლება მასე შორიდან რომ უნდა გიხაროდეს და მე არ შემეძლოს გადმოგდო ეს ყველაფერი.
ვბრაზდები როცა ვფიქრობ, როგორ შეგეძლო ამის დაშვება.
რაც არ უნდა იყოს.
და როცა იქნება მე და შენ ისევ ვიმგზავრებთ ერთად ნაყინის საჭმელად და ჩვენს საყვარელ მუსიკას მოვუსმენთ და მე ისევ გავიფიქრებ, როომ  ყველაზე მაგარი მამა მყავს და ძალიან მაგარია რომ ყველაზე ძალიან ვუყვარვარ.








0 comments: