Pages

message sender

სალუტ.
იმდენი ქარიშხალი გადავიტანე ამ დღეებში, რომ არც მჯერა თუ დამშვიდდა ყველაფერი.
პრინციპში ველოდი ამ ყველაფერს და იმდენხანს ვიცადე სანამ მზად არ ვიქნებოდი.
იმდენ ხანს ვხარშე ეს ურთიერთობა, იმდენ ხანს ვატრიალე, იმდენ ხანს ვიარე წრეზე. როგორც იქნა ეს წრე გავარღვიე.
როგორც იქნა დავთმე ჩემი ყველაზე შეუვალი პრინციპი რომ მეგონა
როგორც იქნა გავბედე და გითხარი როგორ ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ვნანობ.
იმას არა რაც გავაკეთე, იმას რაც არ გამიკეთებია.
ახლა შენს მაგივრად მე რომ ვკითხულობდე ამ წერილს შეიძლება თავში ამვარდნოდა და ჩემი თავდააჯერებულობა კიდევ უფრო პიკში წასულიყო.
ყველაფერი მზერებით დაიწყო და ყველაფერი ასე მთავრდება.
რო ვაკვირდები ასეა ხოლმე ურთიერთობები
ადიხარ, ადიხარ ადიხარ მთაზე და მერე იგივე ადგილას ჩამოდიხარ საიდანაც დაიწყე.
რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა გახდე_ ჩემთვის ისევ ნარინჯისფერი ხარ.
ჩემთვის ისევ ის ხარ ვინც ბერვ კითხვებს არ სვამს და ისე ესმის  შენი.
ჩემთვის ის ხარ ვინც ბევრ ფიქრობს და ცოტას ლაპარაკობს.
ჩემთვის ის ხარ ვინც თვალებით ლაპარაკობს.
შეყვარებული პატარა გოგოსავით ვლაპარაკობ ხო?
თითქმის ყველა მზერა მახსოვს,როცა სხვანიარად იყურებოდი.
თითქმის ყველა შემოხედვა მახსოვს როცა მაკვირდებოდი.
მეჩვენება?
გული რაზე მწყდება იცი?
სულ ვიცოდი რო მოვლენები ასე წავიდოდა.
ახლა როცა მითხარი რომ იმასაც ვხვდებოდი რაც შენ არ გეგონაო.
თუ  ხვდებოდი ყველაფერს, რატომ წამიყვანე შენს დაბადების დღეზე, რატომ მაყურებინე შენს გოგოსთან მოფერებას მთელი დღე.
იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენი რამის გადატანა შემიძლია.
და რა მაგარი გოგო ვარ.
მაშინ მეგონა რომ მართლა გინდოდა წამოვსულიყავი და ჩემი იქ ყოფნა და მართლა გიხაროდა.
იმდენეჯერ გადამეკეტა, იმდენჯერ მინდოდა რო მოვსულიყავი და არ ვიცი მეყვირა, მეჩხუბა, მეკივლა მეტირა გამეკეთებინა ჩემი ხასიათისთვის სრულიად არაადეკვატური რამ.
და იმდენჯერ გადამკეტვია და იმდენჯერ მომნდომებია მოვსულიყავი შენს სახლთან მეყვირა ქვემოდან შენი სახელი, ჩამომეყვანე და მენახე და წამოვსულიყავი.
იმდენი სიგიჟე მიტრიალებდა თავში, იმდენი ვერ განავახორციელე,იმდენად ცუდად მხდიდა ვერ განხორციელებული სურვილები, რომ ბოლოს ენამწარეობაში გადამეზარდა და ყველა წინადადებაზე ვიკბინებოდი შენთან.
შედეგი–ნერვოზი.
კარგად დაზუმული საკუთარი თავი და შენი შორს ყოფნა.
სამაგიეროდ იმდენ რამეს მივხვდი.
სამაგიეროდ იმდენი რამე ვისწავლე(თუ გამოვიყენებ).
ისე მინდა დავთანხმდე შენთან მეგობრობას,ისე მინდა შემეძლოს. ისე მინდა დავაჭირო confirm და გაგრძელდეს ჩვეულებრივ.
ისე მინდა აქეთ არ მაბრალებდე რაღაცებს.
ისე მინდა ხვდებოდე რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ გადავწვიტე ასე.
ისე მინდა ბავშვს აღარ მეძახდე, იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად მოვიქეცი დიდივით.
ისე მინდა შენთან ლაპარაკი.
მაგრამ წრე გავარღვიე და უკან ვერ დავბრუნდები.
შენ კი მართალი აღმოჩნდი. ჩემზე მეტად ეგოისტი ხარ და გინდა ჩემი დაბრუნება და არ დაკარგვა. იმაზე არ ფიქრობ მე რას მომიტანს ეს ყოველივე.
ისეთი საყვედურნარევი თვალებით მიყურებდი ამ გადაწყვეტილებისთვის იმ დღეს, ხმა ვეღარ ამოვიღე.
მაინც ნარინჯისფერი ხარ და მაინც მჯერა რომ "სიჩუმის გარდა არის რაღაც, რაც ჩვენს შორის მონაცვლეობს"

message sender




0 comments: