Pages

მწვანე ბარათი

სალუტ

იმდენს ვფიქრობ შენზე ამ ბოლო დროს იმდენს.
იმდენი რამ მინდა მოგიყვე.
ვცდილობ ხოლმე არეული არ მაგრამ აახლა უნდა მოვიდე, მომენატრე და იმიტომ.
თბილისში როგორც იქნა გათოვდა. სველი თოვლია.
ჩემსკენ ახალი ამბებია. მაგას მერე მოგიყვები გულიანად რომ მოვიცლი
კითხვებზე პასუხები ისევ გაუცემელია.
ნამცხვრის გამოცხობა ისევ არ ვიცი.
ის წიგნიც დასამთავრებელია. ასე რატომ გამეწელა არ ვიცი არადა ხომ იცი მანი როგორ მიყვარს.
მამაჩემმა წუხელ მითხრა მოგიყვანეო და თითი დამიქნია.
ნატა მამიკოს გოგოს მეძახის.
ადრე პატარა რომ ვიყავი გამოთქმა დედიკოს ბიჭი და მამიკოს გოგო საშინლად მაღიზიანებდა. ახლა მიყვარს ასე რომ ამბობს ხოლმე.
ამასწინათ მითხრა თამთ გულს მოუსმინეო.
გამახსენდა მე და გული როგორ ვმეგობრობდით. სადღაც ფილმში თუ სერილაში გავიგე ერთხელ ფრაზა "გულები ერთმანეთს დაუკავშირეს"-ო და მეგონა გულებს ერთმანეთთან ლაპარაკი შეეძლოთ.
ველაპარაკებოდი კიდეც ჩემს გულს. ყველაზე ახლო მეგობარი იყო. სხვის გულებთანაც მაკავშირებდა ხოლმე. დედის გულს ველაპარაკებოდი ხოლმე ეთქვა თავისი პატრონისთვის რომ მალე ჩამოსულიყო სოფელში როცა არდადაგებზე ვიყავი.
დიდი ხანია გულთან აღარ მილაპარაკია.
დიდი ხანია დავივიწყე.
დიდი ხანია მარტო მისმენს და ხმას აღAრ მცემს.
დიდი ხანია უსიტყვოდ ესმის ჩემი.
ჰოდა მგონი მიბრაზდება რომ აღარ მჯერა მისი. უფროსწორედ როგორ არ მჯერა. უბრალოდ ხანდახან მისი აზრი მისაღები აღარ არის ჩემთვის.
შეიძლება ყველაფერი სხვანაიარად ყოფილიყო მისთვის რომ დამეჯრებინა. შეიძLება უკეთაც ვყოფილიყავი. შეიძლება ახლაც რომ დავუჯერო კარგად ვიყო.
და საერთოდ მგონია რომ ეს ყველაფერი რასაც აქ გწერ მხოლოდ თავის მართლებაა საკუთარი თავის წინაშე ისევ იმიტომ რომ გზას ვერ ვპოულობ რომ გამოვძვრე.
არადა გამოძრომაც არ მინდა. არადა მინდა პირდაპირ შევეჩეხო ყველა პრობლემას. მინდა გამოვცადო საკუთარი თავი რამდენად მოვერევი. რამდენად გავიზარდე იმისთვის რომ თავად შევძლო მოწესრიგება არეულ-დარეული სახლის.
აი ასე ვიწუწუნე და მივდივარ.
იქნებ შენ მაინც მითხრა მთა უფრო მაღალია თუ ზღვა უფრო ღრმა?
ბეტონით დაფარულ ზედაპირზე ყვავილი რატომ ამოდის?
რას ნიშნავს იყო თავისუფალი?
რატომ კლავს სიყვარულს დაშორებაც და არ დაშორებაც?
რატომ ჰგონიათ რომ ადამიანების როგორც პურის გამოცხობა შეიძლება?


შენი თამთა